საცალო ვაჭრობის პუნქტებში საკვების მწარმოებლებს 1-ლი ივნისიდან HACCP-ის სისტემის დანერგვა მოუწიათ. სტანდარტის დანერგვა სავალდებულო გახდა სარესტორნო ბიზნესისთვისაც.
პროცესის დაწყებიდან სამი თვის შემდეგ, სურსათის ეროვნული სააგენტოს არცერთი ბიზნეს ოპერატორი არ დაუჯარიმებია. როგორც ,,ბიზნესპრესნიუსთან“ სააგენტოს უფროსის მოადგილემ განაცხადა, გაცემულია მხოლოდ რეკომენდაციები, რადგან ბიზნესი პროცესს კარგად უწყობს ხელს. რაც შეეხება ჰასპის სტანდარტზე შემოწმებულთა ოდენობას, ზუსტი მონაცემი არ არსებობს, რადგან ობიექტები მხოლოდ ამ კონკრეტულ კომპონენტზე არ მოწმდება.
ცნობისთვის, საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის (HACCP) დანერგვა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებიდან ერთ-ერთია. სისტემის პრინციპების დაცვა 2015 წლიდან სავალდებულოა ნედლი რძის გადამამუშავებელ საწარმოებსა და სასაკლაოებში. პერიოდულად კი ემატებოდა და მოიცვა ყველა საკვების მწარმოებელი და რეალიზაციის სექტორი.