წელიწადში 54 ლიტრი ღვინის დალევა სულაც არ არის ბევრი - 1 ლიტრზე ცოტათი მეტია კვირაში. მაგრამ სწორედ იტალიელები ლიდერობენ არაფორმალურად ღვინის სმაში. მათთვის ღვინო - ტრაპეზის ნაწილია. ცნობილია, რომ იტალიელებს ჭამა უყვართ, ამ საკითხს დიდი გრძნობითა და მონდომებით უდგებიან, იცავენ განრიგის მკაცრ წესებს, რომლის დარღვევაც, განსაკუთრებით სოფლებში, დანაშაულის ტოლფასია.