სამუშაო მაგიდა ყოველთვის მეტყველებს ქვეყნის მმართველის ხასიათზე, სწორედ ამ მაგიდაზე ეწერება ხელი მნიშვნელოვან საბუთებს. ხის მაგიდა - რეზოლუტი წლებია თეთრი სახლის ოვალურ ოთახს ამშვენებს, რომელიც დედოფალმა ვიქტორიამ ჯერ კიდევ 1880 წელს აჩუქა ამერიკის პრეზიდენტ რეზერფორდ ჰეისს. თეთრი სახლის მუზეუმის ინფორმაციით, მაგიდა ბრიტანული გემის ნაწილისგან არის დამზადებული, რომელიც დედოფალმა ვიქტორიამ საჩუქრად უსახსოვრა ამერიკელ ხალხს. გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ხშირად ჩნდება შავი მაგიდის ფონზე, თუმცა არ მუშაობს მასთან. მაგიდა ბერლინში თავის სამუშაო ოფისშია, კედელს კი პირველი გერმანელი კანცლერის კონრად ადენაუერის პორტრეტი ამშვენებს. კანცლერის სამუშაო მაგიდა საკმაოდ დიდი მოცულობისაა . 2014 წელს მერკელმა აღიარა, რომ ასეთი ზომის მაგიდასთან მუშაობა ცოტათი უცნაურია, შესაბამისად ოფისში აქვს პატარა ზომის მაგიდაც, სადაც სამუშაოდ უწევს გადანაცვლება. ოფიციალურ მაგიდაზე ყველაფრისთვის მოიპოვება ადგილი, როგორც გლობუსისთვის ასევე სანათისა და პერსონალური კომპიუტერისთვისაც.
600 წელზე მეტი ხნის განმავლობაში „ჰოფვურგი“ იმპერატორული ოჯახის სახლს წარმოადგენდა. 20 საუკუნის დასაწყისში ავსტრიაში მონარქიას ბოლო მოეღო, თუმცა ეს არ აისახა სასახლის იერსახეზე. პრეზიდენტის სამუშაო ოფისის აღმოჩენა ლეოპოლდ პირველის სამეფო დარბაზში არის შესაძლებელი, ოფისი ბევრ ოთახს მოიცავს, თუმცა ყველაზე ხშირად ავსტრიის პრეზიდენტი წითელ დარბაზში ჩნდება. სამუშაო მაგიდა და შენობა მოპირკეთებულია მოოქროვილი ორნამენტებით. საფრანგეთის ქვეყნის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის რეზიდენცია ელისეის სასახლეა, რომელიც ქვეყნის პირველ პირებს 1873 წლიდან ემსახურება. ოქროს მაგიდა ყველაზე ძვირადღირებულ ნივთს წარმოადგებს პრეზიდენტის სამუშაო ოთახში, თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ემანუელ მაკრონი მხოლოდ ოფიციალური დოკუმენტების ხელმოწერის დროს ჯდება ამ მაგიდასთან.