ტელეკომპანია "პალიტრანიუსი" არასრულწლოვნების მიერ მაღაზიების გაქურდვის ამსახველ ვიდეომასალას ავრცელებს. ვიდეოებში ჩანს როგორ მიდის ორი არასრუწლოვანი მაღაზიასთან, ერთ-ერთი სახრახნისით ხსნის კარს და სალაროდან ფული მიაქვს, მეორე კი მას გარეთ ელოდება. ბოლო თვეების განნმავლობაში არასრულწლოვნების მიერ სავაჭრო ობიექტების ძარცვის არაერთი ფაქტი დაფიქსირდა.