საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტები ტურისტების მისაღებად ემზადებიან, როგორც ეკონომიკის სამინისტროს „მთის განვითარების კომპანიაში“ ამბობენ, თითოეულ კურორტს მინიმუმ 12 ადამიანი გაუწევს პატრულირებას, რომლებიც, როგორც საზოგადოებრივ წესრიგს, ისე მოთხილამურეთა არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფნას გააკონტროლებენ.„მთის განვითარების კომპანიის“ დირექტორის თქმით, ყოველდღიურად შემოწმდება ინფრასტრუქტურაც, რადგან კურორტებზე დასვენება ტურისტებისთვის უსაფრთხო იყოს.კომპანიაში ამბობენ, რომ ტურისტების მოზიდვის თვალსაზრისით იგეგმება საერთაშორისო მასშტაბით საქართველოს მთის კურორტების ცნობადობის ამაღლებაც.