მარნეულის მუნიციპალიტეტში კარანტინის გამოცხადებამ, რეგიონიდან პროდუქტების გამოტანაზე გარკვეული დაბრკოლებები შექმნა. კერძოდ, იქ არსებული სათბურის თანამშრომლებს, მათ შორის, დისტრიბუტორებს და მძღოლებს საკანტინო ზონის დატოვების უფლება არ აქვთ. შესაბამისად, სოციალურ ქსელში არაერთი პოსტი დაიწერა იმის შესახებ, რომ ადგილობრივებს პროდუქციის რეალიზაცია უჭირთ.
როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში განმარტავენ, ამ მიმართულებით პრობლემა არ არსებობს. სურსათისა და სოფლის განვითარების დეპარტამენტის უფროსის განცხადებით, კომპანიებმა უკვე მოიძიეს დისტრიბუტორები თბილისიდან, რომლებსაც რეგიონიდან პროდუქცია შესაბამისი წესების დაცვით გამოაქვთ.
რაც შეეხება საქართველოს სხვა რეგიონებს, მისივე თქმით, ამ ეტაპზე, პროდუქტის დისტრიბუცია-რეალიზაცია ჩვეულებრივ რეჟიმში გრძელდება.