ირანი ხშირად ყოფილა დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე. გასულ, მეოცე საუკუნეში ირანმა 3 მნიშვნელოვანი ეტაპი გაიარა - 1905-11 წლების საკონსტიტუციო ცვლილებები, ნავთობის წარმოების ნაციონალიზება 1951-53 წლებში და ისლამური რევოლუცია, რომელიც 1978-79 წლებით თარიღდება. თითოეული მნიშნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან , თუმცა ყველა კორუფციასთან, ავტოკრატიასთან და უწესრიგობასთანაა დაკავშირებული. ირანის 1906 წლის კონსტიტუციის მიხედვით, პარლამენტს გააჩნდა ერთგვარი ბერკეტი, გავლენა მოეხდინა შახის გადაწვეტილებებზე, ამასთანავე, ირანელ ხალხს მეტ შესაძლებლობებს აძლევდა ჩართული ყოფილიყვნენ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პროცესებში. თუმცა, გარკვეული პერიოდის შემდეგ ვითარება შეიცვალა. ირანის რევოლუციის შემდეგ დაამხეს ქვეყნის უკანასკნელი შაჰი, რეზა ფეჰლევი. ავტორიტარული მონარქია თეოკრატიით ჩანაცვლდა, ირანი კი აშშ-ს მოკავშირეობიდან მტრად გადაიქცა. დღეისათვის ირანს ერთდროულად მართავს როგორც სასულიერო ლიდერი, აგრეთვე ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი. ირანმა, როგორც თეოკრატიულმა ისლამურმა რესპუბლიკამ, მმართველობის ის ფორმა, როგორსაც დღეს ჩვენ ვიცნობთ, 1979 წლის რევოლუციიდან მიიღო. თუმცა, რამდენადაა შესაძლებელი სახელმწიფო იყოს თეოტრაკიული და ამავდროულად, წარმომადგენლობითი?