14:45
19 აგვისტო, 2019, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
როგორ იწარმოება ქართული ტუალეტის ქაღალდი, რომელმაც იმპორტირებული პროდუქტი ჩაანაცვლა
10-07-2019


ბოლო პერიოდში მაღაზიის დახლებიდან თითქმის გაქრა უკრაინული და რუსული წარმოების ტუალეტის ქაღალდები და მათი ადგილი „ასფურცელამ“ და „ეკო ფეიფერმა“ დაიკავა.

ეს არის სრულად ქართული წარმოების პროდუქტი, რომელმაც კონკურენტების ჩანაცვლება ხარისხიანი და ხელმისაწვდომი პროდუქტით შეძლო.

კომპანია 2014 წელს პროექტის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში შეიქმნა. ამ ეტაპზე აღნიშნული ორი დასახელების პროდუქტს ბაზრის 25-27% უკავია, მომავალ წელს კი წილის 40-45%-მდე ზრდა არის დაგეგმილი. წლიურად ქარხანა 4 მილიონზე მეტი ლარის პროდუქციას ყიდის, რაც ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერებისთვის მნიშვნელოვანია. წლიურ გაყიდვებში დიდი წილი „ასფურცელას“ უკავია, რადგან მას თავის სეგმენტში ხარისხის მხრივ ალტერნატივა არ გააჩნია. ის უფრო თეთრია და პერფორაცია აქვს, ანუ უფრო ადვილად მოსახევია.

„როდესაც იმპორტირებული პროდუქტი იყიდება, ბიუჯეტში ნაკლები თანხა შედის. ბაზარზე ჩვენი წილის გაზრდის შემდეგ გაიზარდა ამ სეგმენტიდან ბიუჯეტში გადახდილი თანხაც, დასაქმდა უფრო მეტი ადამიანი. ამ ეტაპზე ჩვენთან წარმოებაში 100 კაცია დასაქმებული და ეს ციფრი მზარდია. გარდა ამისა, ასევე, 100 ადამიანი მუშაობს იმაზე, რომ პროდუქციის დისტრიბუცია მოხდეს მთელი ქვეყნის მასშტაბით. „ასფურცელაც“ და „ეკო ფეიფერიც“ გადამუშავებული ქაღალდით მზადდება. ნედლეულის შეგროვების პროცესში კი უამრავი ადამიანია ჩართული. მოსახლეობას აქვს საშუალება, რომ უსარგებლო ქაღალდი, რომელიც სახლში აქვთ, ჩააბარონ და ამით შემოსავალი მიიღონ,“ - განმარტავს ქარხნის დირექტორი დავით ბეგიაშვილი.

პროდუქციის შეძენა ნებისმიერ ქსელურ და უბნის მაღაზიაშია შესაძლებელი. მას იყენებენ უმსხვილესი სამედიცინო დაწესებულებები, სავაჭრო ცენტრები, სახელმწიფო სტრუქტურები და ბევრი სხვა.

AutoPlay
GWP-მ მგალობლიშვილის ქუჩაზე დაზარალებულ მოსახლეობას ზიანი სრულად აუნაზღაურა
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
Disney-ს სტუდიამ ერთ წელიწადში ხუთი მილიარდ ბიუჯეტიანი ფილმი გადაიღო
გამოქვეყნდა 4 საათის წინ
დანიური ბანკი იპოთეკურ სესხებზე უარყოფით საპროცენტო განაკვეთს აწესებს
გამოქვეყნდა 5 საათის წინ
საავტომობილო ზეთების ყველააზე მსხვილი მომწოდებელი იარანია
გამოქვეყნდა 5 საათის წინ
თბილისის მარჯვენა სანაპიროზე საბავშვო ბაღების საკვებით მომარაგების ტენდერი ჩაიშალა
გამოქვეყნდა 5 საათის წინ
რეგიონები, სადაც ყველაზე დიდი მოცულობის ინვესტიციები განხორციელდა
გამოქვეყნდა 5 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები