როგორ იყოფენ ზურაბიშვილი და ვაშაძე ამომრჩევლის ხმებს მეორე ტურში? - "რუსთავის 2"-ის ეგზიტპოლის პირველადი შედეგები - Palitra News

როგორ იყოფენ ზურაბიშვილი და ვაშაძე ამომრჩევლის ხმებს მეორე ტურში? - "რუსთავის 2"-ის ეგზიტპოლის პირველადი შედეგები

2018-11-28 20:01:52+04:00

კომპანია „ედისონ რისერჩის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მმართველი პოლიტიკური გუნდის მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა 55%-იანი მხარდაჭერა მიიღო, ხოლო გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ - 45%.კომპანიამ კვლევა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დაკვეთით ჩაატარა და წარმოდგენილი მაჩვენებელი პირველად შედეგებს შეადგენს.მონაცემები 17:00 საათის მაჩვენებელია.