სათვალე უამრავი ადამიანისთვის იმდენად ყოველდღიურ და ჩვეულებრივ საგნად იქცა, რომ არავის აზრადაც არ მოსდის, ამ უნიკალური გამოგონებისთვის სათანადო პატივის მიგება.დაახლოებით 1280 წელს, გაყინულმა წყლის წვეთმა, ისტორიისთვის უცნობი შუშის ოსტატის ყურადღება მიიქცია. მან გაყინული წვეთი ხელში აიღო და გაკვირვებული დარჩა, როდესაც მიხვდა, რომ მისი მეშვეობით შეიძლებოდა არა მარტო ამა თუ იმ საგნის გადიდება, არამედ ხანდაზმული ადამიანის მხედველობის გაუმჯობესებაც. ასე რომ, წყლის წვეთი თავისუფლად შეიძლება ჩაითვალოს სათავლის წინამორბედად.