ხანდოს ხეობაში, ელექტრომაგისტრალის მშენებლობისთვის შესაბამისმა ტექნიკამ მუშაობა დაიწყო. ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის სამშენებლო სამუშაოები სასაფლაოზე მიმდინარეობს.ადგილობრივები სამუშაოების დაუყოვნებლივ შეჩერებასა და გადამცემი ხაზისთვის ალტერნატიული გზის მონახვას ითხოვენ. აღნიშნული მოთხოვნით, მოსახლეობამ მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს.