როგორ მოხდა კორონავირუსის გავრცელება საქართველოში 26 თებერვლიდან დღემდე - სრული მონაცემი ერთ ეკრანზე - Palitra News

როგორ მოხდა კორონავირუსის გავრცელება საქართველოში 26 თებერვლიდან დღემდე - სრული მონაცემი ერთ ეკრანზე

2020-03-11 20:04:54+04:00

საქართველოში კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. პირველი დაინფიცირებული 50 წლის მამაკაცია იყო, რომელიც აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. მას შემდეგ 15 დღე გავიდა და უახლესი მონაცემების მიხედვით, ამ დროისათვის კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი მზარდია და მოცემულ მომენტში, 19 საათისთვის 23 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. კარანტინის რეჟიმშია 298 პაციენტი, სტაციონალებში კი 46 პაციენტს აკვირდებიან. როგორ გავრცელდა ვირუსი, ვინ რომელ ქვეყანაში დაინფიცირდა და რა ტიპის კონტაქტებით მოხდა შემდეგ მისი ქვეყანაში გადაცემა. ამ სქემასა და კორონავირუსის გავრცელების ჯაჭვის შესახებ "საღამოს ნიუსრუმის" ჟურნალისტი თეო ცუცქირიძე საუბრობს.