22:02
21 ოქტომბერი, 2019, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
მკურნალი
როგორ გავირუჯოთ ისე, რომ კანის კიბო არ დაგვემართოს - საჭირო რჩევები, რომლებიც ზაფხულში გამოგადგებათ
27-06-2019

მელანომის განვითარება პირდაპირ კავშირშია დამწვრობასა და ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებასთან. ყველაზე მეტად იწვება კანის ღია ნაწილები, ამიტომ მომატებული რისკის ჯგუფში შედიან რუჯის მოყვარული ადამიანები. იდეალური რუჯის მიღება შესაძლებელია ცურვის დროს. მთავარია, რომ მზის სხივები იყოს გაფანტული.

მზესთან შედარებით საშიშროების შემცველია სოლარიუმი. თუმცა, ექიმები სოლარიუმის 1-2 წუთის ხანგრძლივობის სეანსებს დასაშვებად მიიჩნევენ. ამასთან, აუცილებელია დამცავი კრემის გამოყენება, ხოლო სეანსის შემდეგ დიდი რაოდენობით სითხის მიღება და დამატენიანებელი საშუალების გამოყენება. ასევე, უნდა გავითვალისწინოთ სხეულზე პიგმენტური და სხვა წარმონაქმნები.

მელანომის სივერაგე იმაში მდგომარეობს, რომ ის ვერტიკალურად შიგნით, კანის ყველა შრეში იზრდება და სწრაფად მეტასტაზირდება. ხილული წარმონაქმნი შეიძლება მცირე ზომის იყოს, მაგრამ ღრმა ინვაზიას განიცდიდეს.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები