ზამთარი ასოცირდება სიცივესთან და ვირუსებთან, ვირუსებთან საბრძოლველად კი ყველაზე ეფექტური საშუალება საკუთარი იმუნიტეტია. იმუნიტეტის გასაძლიერებლად ბევრი სხვადასხვა მეთოდს მიმართავს, სწორი კვება და ორგანიზმის ვიტამინებით გაჯერება, ძლიერი იმუნიტეტის ერთერთი მთავარი წინაპირობაა. სეზონური ხილი, ციტრუსი და ვაშლი უზრუნველყოფს ორგანიზმის ვიტამინებით მომარაგებას, თუმცა საჭიროა იცოდეთ ხარისხიანი პოდუქტების ცნობა. გამოირჩევა თუ არა ვაშლის რომელიმე ჯიში ვიტამინების დიდი რაოდენობით, რომელზე უნდა გავაკეთოთ არჩევანი დღეს გავარკვევთ, ასევე გაიგებთ არის თუ არა შენარჩუნებული ხილში არსებული ვიტამინები ჩირში და მურაბაში. ზოგადად რომელ პროდუქტებშია დიდი რაოდენობით ვიტამინი ც, რომელიც განსაკუთრებით ეფექტურია ვირუსებთან ბრძოლაში.