16:04
14 დეკემბერი, 2018, პარასკევი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
მშობლები
როგორ გავასუფთავოთ სარეცხის მანქანა? - როცა უსიამოვნო სუნს იგრძნობთ, უკვე დროა დოლურას გაწმინდოთ...
10-10-2018

რაც არ უნდა ძვირად ღირებული სარეცხის მანქანა შეიძინოთ, მისი უსაფრთხოება ბოლომდე გარანტირებული ვერ იქნება, თუ პერიოდულად არ გაწმენდთ. მანქანაში ჭუჭყის გარდა მინერალური ნარჩენებიც ილექება, რომლებიც რამდენიმე მიზეზით წარმოიქმნება: ხისტი წყლისგან არასწორი ექსპლუატაციისგან უხარისხო სარეცხი საშუალებებისგან, რომლებიც ზომაზე მეტ ქიმიურ ნივთიერებას შეიცავენ.

სამწუხაროდ, ყველაზე მეტი ნალექი რთულად მისაწვდომ ადგილებში გროვდება, რაც გასუფთავების პროცესს ართულებს. ამის მიუხედავად, მწარმოებლები გირჩევენ, თვეში 2-ჯერ მაინც გაწმინდოთ მანქანა.

როცა მანქანიდან უსიამოვნო სუნს იგრძნობთ, ესე იგი, დოლურას გაწმენდის დროა. სუნი რომ მოაშოროთ, საკმარისია მანქანა ცხელი წყლით გაავსოთ, მანამდე წინასწარ მოათავსეთ დოლურაში მათეთრებელი ან სპეციალური გამწმენდი საშუალება. როცა მანქანა გაივსება და მათეთრებელი წყალში გაიხსნება, გამორთეთ და ერთი საათით გააჩერეთ წყალი დოლურაში. ეს მეთოდი ჭუჭყსა და შლამს აშორებს, რაც უსიამოვნო სუნს იწვევს. დროთა განმავლობაში კი მანქანას აზიანებს. ფილტრის გაწმენდა თვეში 3-ჯერ არის რეკომენდებული. პერიოდულად გამოიყენეთ ხოლმე ხისტი წყლის დამარბილებელი საშუალებები.

მანქანის შიდა ზედაპირის გასუფთავების მიზნით ხშირად იყენებენ გოგირდმჟავას, მარილმჟავას, ძმრის ესენციას და ლიმონმჟავას, თუმცა ყველა ეს მჟავა ნეგატიურად მოქმედებს მეტალზეც და რეზინის დეტალებზეც. ამავე მიზეზით არ ღირს გამოყენება იმ საშუალებების, რომლებიც ჩაიდნების ნადებისგან გასაწმენდად გამოიყენება.
 
უკეთესია სპეციალური საწმენდი საშუალებები გამოიყენენოთ, რომლებსაც თავად მანქანის მწარმოებლები უშვებენ და რომლებიც ზემოჩამოთვლილ სამივე პირობას აკმაყოფილებენ რეცხვის შემდეგ მანქანის კარი ღია დატოვეთ. თუ ბევრი სისველე დარჩა შიგნით, შეგიძლიათ ჩვრითაც გაწმინდოთ. ასეთი მოვლის პირობებში მანქანა უფრო დიდხანს გემსახურებათ.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები