გაერთიანებული ოპოზიციის წევრი, პარტია „კანონი და სამართალის“ ლიდერი „ევროპული საქართველოს“ მოწოდებას ოპოზიციური პარტიებისადმი, ჰაერში გასროლილ სიტყვებს ეძახის. როგორც თაკო ჩარკვიანმა "პალიტრანიუსს" განუცხადა, „ევროპული საქართველოს“ წევრები, რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობას“ გამოეყვნენ, მასში უნდობლობას იწვევს. აქედან გამომდინარე, ჩარკვიანის თქმით, ოპოზიციურ პარტიებს შორის ვერც მემორანდუმის გაფორმება იქნება იმის გარანტი, რომ ევროპული საქართველოს წევრები სამომავლოდ ბიძინა ივანიშვილთან თანხვედრაში ვერ მოვლენ და მემორანდუმს არ უღალატებენ."„კანონი და სამართალის" ლიდერი "ევროპულ საქართველოს" გაერთიანებულ ოპოზიციასთან ბრძოლაშიც ადანაშაულებს.შეგახსენებთ, „ევროპული საქართველო“ და „თავისუფალი დემოკრატები“ პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებენ არჩევნების შემდეგ „ქართულ ოცნებასთან“ კოალიციაში არ შევიდნენ.