ავიღოთ 2 ქილა დამარინადებული ტუნა და მოვათავსოთ ჯამში. დავუმატოთ 3-4 ჩაის კოვზი მაიონეზი, ნახევარი ჩაის კოვზი მდოგვი. შემდეგ დავუმატოთ წვრილად დაჩრილი 2 თავი მცირე ზომის ხახვი და ავურიოთ. დავუმატოთ მარილი, პილპილი და წითელი წიწაკა გემოვნებით. დავაყაროთ წვრილად დაჭრილი კამა და კარგად ავურიოთ. გავამზადოთ ორი ნაჭერი პური და თითოეულ მათგანზე გადავუსვათ მაიონეზი. შემდეგ დავადოთ მიღებული მასა, ხოლო ზემოდან წვრილად დაჭრილი კომბოსტო და დავახუროთ მეორე ნაჭრი პური. ტუნას უგემრიელესი სენდვიჩი მზადაა. მიირთვის გემრიელად.