როგორ გარბის ხალხი აფეთებისას და რა ხდებოდა ტერაქტის შემდეგ ლიბიაში - შემთხვევისას დაიღუპა 33 და დაშავდა 71 ადამიანი - Palitra News

როგორ გარბის ხალხი აფეთებისას და რა ხდებოდა ტერაქტის შემდეგ ლიბიაში - შემთხვევისას დაიღუპა 33 და დაშავდა 71 ადამიანი

2018-01-24 10:01:25+04:00

ლიბიის ქალაქ ბენღაზიში ტერაქტის შედეგად 33 ადამიანი დაიღუპა და 71 დაშავდა. ამის შესახებ ტელეარხი "ალ-არაბია" იუწყება. ბენღაზის ყველაზე დიდ მეჩეთთან 30 წუთის ინტერვალით ორი დანაღმული ავტომობილი მაშინ აფეთქდა, როდესაც ლოცვის შემდეგ მორწმუნეები მეჩეთიდან გამოდიოდნენ. ტელეარხის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად დაშავდა ლიბიის კონტრდაზვერვის მეთაური მაჰდი ფალაჰი.ადგილობრივი გამოცემა „ალ-მარსადის“ ინფორმაციით კი, აფეთქებას ლიბიის ჯარის ერთ-ერთი მეთაური აჰმედ ალ-ფეიტარი ემსხვერპლა.