21:38
21 ოქტომბერი, 2019, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
როგორ გაჰყავთ გავრილოვი "რედისონიდან" - რუს დეპუტატს სხვადასხვა საგნები ესროლეს, დაცვამ კი მასთან ერთად რამდენიმე მეტრი ირბინა
20-06-2019

რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი ამ წუთებში სასტუმრო „რედისონის“ ტერიტორიიდან გაიყვანეს. აქციის მონაწილეებმა ავტომანქანამდე მისასვლელი გზა გადაკეტეს და რუს დეპუტატს წყლით სავსე ბოთლები და სხვადასხვა საგნები ესროლეს. რამდენიმე მეტრი დაცვამ დეპუტატთან ერთად ირბინა, რადგან მანქანაში ვერ ჩაჯდა დეპუტატი, გავრილოვის ტერიტორიიდან გაყვანის შემდეგ მოქალაქეებსა და პოლიციას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, აქციის რამდენიმე მონაწილე პოლიციამ ტერიტორიიდან გაიყვანა.

ამ დროისთვის „რედისონთან“ შეკრებილი მოქალაქეები რუსთაველის გამზირის გავლით პარლამენტისკენ მიემართებიან, სადაც 19.00 საათზე აქციაა დაგეგმილი.

შეგახსენებთ, რომ სერგეი გავრილოვის გამოსვლას „რედისონიდან“ რამდენიმე საათის განმავლობაში ელოდნენ მოქალაქეები, მათ სასტუმროს შენობის ორივე შესასვლელი გადაკეტილი ჰქონდათ.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
დემეტრე
25-06-2019
უსირცხვილოებო კაცი სასტუმროდან ვერ გასულა
Mari
21-06-2019
Miwashi wadi shen da mogyves eg vinc givavs unamosoeb vin amogvwyvta da vin gvxocavs da vin modis nelnela tbilisisken tavisnti msvrtul xlartebit vidicavt sircxviliiii
ყველა კომენტარი
სხვა სიახლეები