როგორ გამოიყვანეს 400 ადამიანი ანტალიაში ცეცხლწაკიდებული სასტუმროდან - მეხანძრეებმა დამსვენებლების ევაკუაცია აივნებიდან მოახერხეს - Palitra News

როგორ გამოიყვანეს 400 ადამიანი ანტალიაში ცეცხლწაკიდებული სასტუმროდან - მეხანძრეებმა დამსვენებლების ევაკუაცია აივნებიდან მოახერხეს

2017-07-29 15:30:19+04:00

ანტალიაში, ქემერის რაიონში ხუთვარკვლავიან სასტუმროში გაჩენილი ხანძრის გამო, 400 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ხანძრის შედეგად არიან დაშავებულები. ადგილობრივი მედიის ცნობით საავადმყოფოში რუსეთის 4 მოქალაქე და 10 თურქი გადაიყვანეს, რომლებიც გავრცელებული ინფორმაციით ხანძრის შედეგად გამოწვეული დაკვამლიანების გამო შეუძლოდ გახდნენ. ხანძარი სასტუმროს სამზარეულოში ადგილობრივი დროით დილის 08:00 საათზე გაჩნდა. მეხანძრეებმა ზოგიერთი დამსვენებლის ევაკუაცია აივნებიდან მოახერხეს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეებია არ არიან. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დრომდე უცნობია.