მსოფლიოში მოსახლეობის რაოდენობის ზრდის ტემპის ფონზე, 2050 წლისთვის სურსათზე მოთხოვნა 60-70%-ით მეტი იქნება, ვიდრე დღეს. ამის პარალელურად კი სახნავი მიწებისა და წყლის დეფიციტი შეიქმნება. მანამდე, სანამ მსოფლიო გლობალური სასურსათო კრიზისის წინაშე აღმოჩნდება, აუცილებელია პრობლემის მოგვარება.
როგორც Agroexpert.md წერს, კლიმატის ცვლილებების გამო, სოფლის მეურნეობა უკვე საფრთხის წინაშეა. სასურსათო კრიზისის თავიდან ასაცილებლად საჭიროა სოფლის მეურნეობაში ალტერნატიული გადაწყვეტილებების ძებნა, მაგალითად ისეთის, როგორიც მცურავი სათბურია.
კომპანიებმა Studiomobile და Pnat იტალიაში ფერმა სახელწოდებით Jellyfish (მედუზა) შექმნეს, რომელიც სპეციალურად სანაპირო ადგილებისთვისაა. სათბური მოდულებით, ხელს უწყობს მცენარეების მოყვანას მტკნარი წყლისა და ნიადაგის გარეშე. მოდულს აქვს ხის ფუძე, რომლის ფართობია 70 კვადრატული მეტრია. ამასთან, ის ცურავს 96 გადამუშავებულ პლასტმასის კასრზე და იჭერს მინის სათბურს, სადაც კულტურები იზრდება.