Fort Lauderdale-ის საერთაშორისო სანაოსნო შოუზე, რომელიც წელს მესამოცედ ჩატარდა, მთლიანად უჟანგავი ფოლადისგან დამზადებული იახტა წარადგინეს, რომელიც 12 მილიონი აშშ დოლარი ღირს.
იახტის სიგრძე 25 მეტრია, ხოლო მისი საერთო ფართობი 836 კვადრატულ მეტრს შეადგენს. მასზე ერთდროულად 149 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი, თუმცა იახტაზე მუდმივად ყოფნა 10-მდე ადამიანს შეეძლება. იახტაზე სულ 5 საძინებელი, 5 აბაზანა და ჯაკუზია მოწყობილი.
ამასთანავე, იახტას 5 მეტრის სიმაღლის „ფეხები“ აქვს, რომელთა მეშვეობითაც მას სანაპიროსთან ხანგრძლივი პერიოდით გაჩერება უპრობლემოდ შეუძლია. უჟანგავი ფოლადი იახტას დაზიანებისგან იცავს, რაც მისი მოვლის ხარჯებს 25%-ით ამცირებს.