ელტონ ჯონს საკუთარი თოჯინა ბარბი ექნება, რომელიც ლიმიტირებული რაოდენობით გამოვა და 50 დოლარი ეღირება.
მიუხედავად იმისა, რომ თოჯინა ლეგენდარულ მომღერალს არ ჰგავს, მისნაირად აცვია - ჟაკეტი ცისარტყელას ფერის შტრიხებით, ასეთივე ფერის ფეხსაცმელები და ელტონ ჯონისთვის დამახასიათებელი საკულტო ვარდისფერი სათვალე უკეთია.