კიევში მომხდარი აფეთქებისას, რის შედეგადაც საქართველოს მოქალაქე, თემურ მახაური, იგივე რუსლან პაპასკირი გარდაიცვალა, ცნობილი უკრაინელი მოდელი ნატალია კოშელი დაშავდა. დაშავებულის ვინაობა და ფოტოები უკრაინულმა საინფორმაციო სააგენტო „კანალ 24“-მა გაავრცელა. მანამდე კი ტელეკომპანია 112-მა მოდელიც მეგობრისგან კომენტარი მოიპოვა, სადაც ის ამბობს, რომ დაშავებული ქალი ცნობილი მოდელია, ის Dior-ის ყოფილი სახეა და მისი სახელი ნატალიაა. მან მოდელის გვარის დასახელებისგან თავი შეიკავა.მისივე თქმით, აფეთქებისას მანქანაში მყოფი ბავშვი 6 წლის ბიჭია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ამ დროისთვის უცნობია თუ რა აკავშირებს Dior-ის ყოფილ სახეს, ნატალია კოშელს რუსლან პაპასკირთან, ასევე უცნობია თუ ვისი შვილია აფეთქებისას გადარჩენილი არასრულწლოვანი ბიჭი.
იხილეთ: ვინ არის მოდელი და Dior-ის ყოფილი სახე, რომელიც კიევში აფეთქებულ მანქანაში იმყოფებოდა