საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელმა კომისიამ წყალმომარაგების სექტორში ე.წ. ჰიბრიდულ ტარიფთან დაკავშირებულ პროექტზე მუშაობა დაასრულა. როგორც სემეკის თავმჯდომარემ განაცხადა, კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციების შემდეგ მიიღებს. მისივე ინფორმაციით, ე.წ. ჰიბრიდული ტარიფი ორსაფეხურიან დარიცხვას გულისხმობს.