როგორ გაჩნდა ლეგენდა სანტა კლაუსის შესახებ - Palitra News

როგორ გაჩნდა ლეგენდა სანტა კლაუსის შესახებ

2021-12-15 10:00:41+04:00

დაფიქრებულხართ, საიდან გაჩნდა ლეგენდა სანტა კლაუსის შესახებ? როდის დაიბადა ის ან რამდენი წლისაა? თოვლის ბაბუა არის მსოფლიოში ყველაზე ცნობილი მამაკაცი, რომლის სახელიც აბსოლუტურად ყველას სმენია და რომელსაც ყოველ ახალ წელს ელიან პატარები.

სანტა კლაუსის ისტორია მეოთხე საუკუნიდან იწყება. მირაში მოღვაწეობდა ეპისკოპოსი, რომელსაც ნიკოლოზი ერქვა. მას მშობლები ადრე გარდაეცვალა და მათგან საკმაოდ დიდი ქონება ერგო, რაც ქველმოქმედებაში დახარჯა. ნიკოლოზი კეთილი და გულუხვი ადამიანი იყო, გაჭირვებულებს ეხმარებოდა და განსაკუთრებით ბავშვებს სწყალობდა. სწორედ ასეთი კეთილშობილებისა და თავმდაბლობის გამო ნიკოლოზი წმინდანად შერაცხეს.