იერუსალიმში წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის ცერემონიის სამზადისი დაიწყო. აღდგომის ტაძართან სასულიერო პირები და მრევლი იკრიბება. მრევლის ნაწილმა, რომლებიც ტაძართან ადრე მივიდნენ, ნახეს თუ როგორ გააღეს ტაძრის კარები. წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის ცერემონიის სამზადისის პარალელურად, გამკაცრებულია უსაფრთხოების ზომები. ტაძრის გარე პერიმეტრზე პოლიციაა მობილიზებული. ქრისტიანთა რწმენით იერუსალიმში მდებარე წმინდა აღდგომის ტაძარი იესო ქრისტეს განსვენებისა და შემდეგ აღდგომის ადგილია.
იხილეთ:
მართლმადიდებელი სამყარო მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის მოლოდინში