მთავარი რეკომენდაცია, რომელსაც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე კორონა ვირუსის თავიდან ასარიდებლად მოსახლეობას აძლევს, იმ ქვეყნებთან მიმოსვლის შეწყვეტაა, რომლებშიც დღეს კორონავირუსული ინფექციის გავრცელების მაღალი მაჩვენებლებია. ეს ქვეყნებია: ჩინეთი, ირანი, სამხრეთ-კორეა და იტალია. დღევანდელ საგანგებო ბრიფინგზე ამირან გამყრელიძემ ჰიგიენური ნორმების დაცვაზეც გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით აუცილებელია სველი წესით სამუშაო და საცხოვრებელი ადგილების დალაგება, ხშირი განიავება, თავშეყრის ადგილებში ყოფნისგან თავის შეკავება სასურველია და რეკომენდირებულია ქირურგიული პირბადის ხმარება და რაც მთავარია, მთავარი რეკოენდაცია - ვირუსის სიმპტომების აღმოჩენის შენთხვევაში სამედიცინოდ აწესებულებსიადმი მიმართვა.