ნაძვი განსაკუთრებულ მცენარედ ჩვენს წელთ აღრიცხვამდეც ითვლებოდა. როგორც მარადმწვანე ხე და სიკვდილზე გამარჯვების სიმბოლო. მისი ტოტებით საცხოვრებლების მორთვა არაერთი ქვეყნის ტრადიცია იყო, თუმცა როგორც საახალწლო ატრიბუტი ის პირველად 16-ე საუკუნეში ევროპაში გამოჩნდა. საქართველოში ნაძვის ხე საახალწლო სიმბოლოდ 1935 წელს დამკვიდრდა.