ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის განცხადებით, სახელმწიფო დასაქმებული პირების, მათ შორის თვითდასაქმებული პირების სიებს ელოდება რადგან კომპენსაციის გაცემა დაიწყოს. როგორც ცქიტიშვილი აღნიშნავს, თვითდასაქმებულ პირებს, რომლებსაც აქვთ საბანკო ვალდებულებები, სესხის რესტრუქტურიზაციის ნაწილში დაეხმარებიან. მისივე თქმით ისევე როგორც შეზღუდვების პირველი ტალღის დროს, სახელმწიფო იმ მოქალაქეებს, რომლებიც სამსახურს დაკარგავენ ახალც სთავაზობთ ამ პერიოდის განმავლობაში 1200-ლარიან კომპენსაციას, რომელიც იქნება გაცემული თვეში 200 ლარის ოდენობით 6 თვის განმავლობაში.