გარემოს ტემპერატურის ვარდნა და აციება, ხშირად ხდება გაციებისა და დაავადებათა გამწვავების მიზეზი. იმისათვის რომ აირიდოთ გაციება და ავადმყოფობა წელიწადის ცივ პერიოდში:შეიმოსეთ ტემპერატურის შესაბამისად; ხშირად დაიბანეთ ხელები, განსაკუთრებით თავშეყრის ადგილებიდან, სამსახურიდან, მაღაზიიდან, საზოგადოებრივი ტრანსპორტიდან შინ დაბრუნებისას;ისეირნეთ სუფთა ჰაერზე;რეგულარულად გაანიავეთ ოთახი, სულ მცირე 15 წუთით მაინც;რეგულარულად დაასუფთავეთ სველი წესით როგორც ბინა, ასევე სამუშო ოთახი სამსახურში;იკვებეთ ჯანსაღად, მიირთვით რაც შეიძლება მეტი ხილი და ბოსტნეული; საკვები რაციონი გაამდიდრეთ თაფლით, ხახვით, ნივრით, ციტრუსებით და ბულგარული წიწაკით; სვით სათანადო რაოდენობის წყალი!