20:46
20 ნოემბერი, 2019, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
მკურნალი
როგორ ავაჩქაროთ ნივთიერებათა ცვლა ცხიმიანი პროდუქტების სწორი მოხმარებით - ღორის ხორცი რკინისა და კალიუმის წყაროა...
23-04-2019

დიეტოლოგები ცალსახედ მიგვითითებენ ცხიმიანი პროდუქტების მავნებლობაზე, თუმცა რაციონში სასარგებლო ცხიმების დატოვებისკენ მოგვიწოდებენ. ექსპერტები გვირჩევენ, ამ თვალსაზრისით ყურადღება გავამახვილოთ ღორის ხორცზე. მართალია ხორცის ეს სახეობა ითვლება ცხიმიანად, მაგრამ ის წარმოადგენს რკინისა და კალიუმის კარგ წყაროს. რომლებიც მნიშვნელოვანია გულსსისხლძარღვთა სისტემისთვის.

მაღალი ცხიმიანობით გამოირჩევა ნიგოზი. თუმცა, აქ ძირითად როლს ასრულებს ცხიმოვანი მჟავები ომეგა-3, კერძოდ, ალფა-ლინოლენის მჟავა. აღნიშნული ნაერთები ხელს უწყობს სხეულში ცხიმოვანი გროვების დაშლას. ანალოგიური ეფექტი აღინიშნება შემწვარი კვერცხი მიღებისას. ნივთიერებათა ცვლას აჩქარებს მაღალი ცხიმიანობით გამორჩეული ავოკადოც.

საჭმლის მონელების გასაუმჯობესებლად ექსპერტები გვირჩევენ საკვების ყოველი მიღების შემდეგ მცირე რაოდენობით ყველის მირთმევას. შოკოლადი ცნობილია ცხიმის მაღალი შემცველობით. ის ძალიან სასარგებლო პროდუქტია, თუ საუბარია შავ შოკოლადზე შაქრის მინიმალური შემცველობით. შოკოლადის ცხიმი ორგანიზმს ვიტამინების ათვისებაში ეხმარება.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები