მსოფლიოში წარმოებული ყავის მესამედი ბრაზილიაში იწარმოება. ყავის პლანტაციებსა და საწარმოებში ქვეყნის მასშტაბით 8 მილიონზე მეტი ადამიანია დასაქმებული. ყავის მოყვანის ბევრი მეთოდი არსებობს. ბრაზილიაში, მინას ჟერაისის შტატში თავდაპირველად ყავის მარცვლებს თესავენ, რის შემდეგაც 5 წელიწადში ყავის ხე უკვე ისხამს პირველ ნაყოფს. აღსანიშნავია, რომ ყავის ხეს დაახლოებით 60 წლის მანძილზე შეუძლია ნაყოფის მოსხმა.ყავის ხეზე მოსხმულ ნაყოფს არჩევენ, როგორც თხილს, რადგან მარცვალი ნაჭუჭშია.
ყავის მოსავლის აღებას მარცვლების დამწიფების შემდეგ იწყებენ, შემდეგ გასახმობად მზეზე ყრიან. გახმობას დაახლოებით 2-3კვირა სჭირდება, გახმობის შემდეგ კი მარცვალი მზადაა მოსახალად.სწორედ მოხალული მარცვლების დაფქვა და უკვე ყავის მოსადუღებლად გამოყენებაა შესაძლებელი.აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ სასმელებს შორის ყავა მესამე ადგილასაა წყლისა და ჩაის შემდეგ. შესაბამისად, ყავაზე ყველა ქვეყანაში დიდი მოთხოვნაა. გარდა ამისა, ყავა მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე ხშირად გაყიდვადი პროდუქტია ნავთობის შემდეგ.ყავის მარცვლებით იწარმოება ისეთი სასმელი, როგორიცაა მაგალითად, კოკა-კოლა, ასევე მას გამოიყენებენ ფარმაციასა და კოსმეტიკის წარმოებაში. არსებობს ორი კომერციულად ყველაზე მომგებიანი ყავის ტიპი: არაბიკა, რომელზეც მსოფლიოში ყავის წარმოების 70% მოდის და რობუსტა, რომელიც გაცილებით იაფია და მარტივია მოსაყვანად.