როგორც კი შევალთ მერიაში, მაშინვე დასრულდება ის უმსგავსობა, რაც პარკირებასთან დაკავშირებით ხდება ქალაქში და თბილისელებს ექნებათ შესაძლებლობა, ნორმალურ გარემოში დააპარკინგონ ავტომანქანები“, - აღნიშნული განცხადება კახა კალაძემ სატრანსპორტო პოლიტიკის წარდგენისას პარკირების სისტემასთან დაკავშირებით გააკეთა. პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრეზენტაციაზე იურისტმა ირაკლი ხმალაძემ ის ადგილმდებარეობები დაასახელა, სადაც მიწისქვეშა პარკირების ადგილები მოეწყობა. კერძოდ, ცენტრალური რკინიგზის სადგური, მეტროს სადგური "მარჯანიშვილი", პუშკინის მოედანი, თბილისის საკონცერტო დარბაზი, მეტროს სადგური ისანი, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონი, თბილისის მერია, გულიას მოედანი, მეტროს სადგური ვარკეთილი და გეგეშიძის ბაღი.