09:35
25 ივნისი, 2019, სამშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
უკომენტაროდ
როგორ ახდენს ბომბის დემონსტრირებას მამაკაცი მძევლებთან - კადრები უკრაინის ფოსტის შენობიდან
30-12-2017

ხარკოვში, უკრაინის ფოსტის შენობიდან 5 მძევალია გათავისუფლებული, - ამის შესახებ უკრაინული მედია პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს პრესსპიკერზე, სვიატოსლავ ცეგოლკოზე დაყრდნობით წერს. ცეგოლკო უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას ასაჯაროვებს, სადაც ნათქვამია, რომ მამაკაცმა, რომელმაც ხარკოვში 11 მძევალი აიყვანა, სამი ქალი და ორი ბავშვი გაათავისუფლა.

უკრაინული მედიის ცნობით, გათავისუფლებული მძევლები, სასწრაფო დახმარების მანქანებით შემთხვევის ადგილიდან გაიყვანეს.

ბოროტმოქმედმა მომლაპარაკებელ პირთან საუბრისას არ გამორიცხა, რომ სამართალდამცველებს ჩაბარდეს.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები