აშშ-ის მკვლევარება ოჯახურ ურთიერთობებზე თანამედროვე ტექნოლოგიების გავლენა შეისწავლეს. აღმოჩნდა, რომ უფროსების დიდი ნაწილი 9 საათს და მეტს ატარებდა კომპიუტერის, ტელევიზორის ან სმარტფონის ეკრანთან, რაც ნიშნავს იმას, რომ ბავშვებთან ურთიერთობისთვის დრო მათ საერთოდ არ რჩებოდათ.სპეციალისტებმა გამოკითხეს 172 ოჯახის ზრდასრული წევრი, სადაც 5 წლამდე ასაკის, მინიმუმ ერთი ბავშვი იყო. მონაწილეებმა მიუთითეს რამდენ დროს უთმობდნენ სმარტფონებს. მეცნიერებმა გამოარკვიეს, რომ მშობლების დიდ ნაწილს სმარტფონზე გადაჰქონდა ყურადღება ოჯახთან ერთად სადილობისას, ბავშვებთან თამაშის დროს და იმ მომენტშიც კი, როდესაც ბავშვის საწოლში დასაძინებლად დაწვენა იყო საჭირო. ასეთი მშობლების ბავშვები ხშირად ტიროდნენ და ავლენდნენ ჰიპერაქტიურობას, რაც კიდევ უფრო აღრმავებდა მდგომარეობას, იმდენად, რამდენადაც მშობლები ბავშვების პრობლემურ ქცევაზე პასუხად სულ უფრო ხშირად იყენებდნენ სმარტფონებს.