ფინანსთა მინისტრის მიერ საბანკო და საფინანსო სექტორში დაანონსებული ახალი რეგულაციების შედეგად სფეროს წარმომადგენლები ონლაინ სესხების ბაზრიდან გარკვეული კომპანიების გასვლასა და მიკროსაფინანსოების შერწყმას პროგნოზირებენ. ირაკლი ბერძენაძის განმარტებით, არასაბანკო ფინანსური ორგანიზაციების მიერ დაწესებული საპროცენტო განაკვეთი მაღალია, თუმცა რისკების გათვალისწინებით, საკრედიტო ბაზარზე არსებულ რეალობას შეესაბამება.საბანკო საფინანსო სექტორისთვის ახალი ინიციატივები ფინანსთა მინისტრმა რამდენიმე დღის წინ გაჟღერა. რეგულაციების ერთ-ერთი პუნქტი ეფექტური საპროცენტო განაკვეთის 100-დან 50 პროცენტამდე შემცირებას გულისხმობს.