ესპანეთის სამეფოს ეროვნულმა პოლიციამ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, კიდევ ერთი წარმატებული მასშტაბური სპეცოპერაცია - სახელწოდებით „კუში-2“ ჩაატარა, სპეცოპერაციაში აქტიურად იყო ჩართული ინტერპოლი და ევროპოლი, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა, მამუკა ჭელიძემ განაცხადა.მისივე თქმით, სპეციალური საპოლიციო ღონისძიება ესპანეთის რამდენიმე ქალაქში ერთდროულად განხორციელდა და მასში 800-ზე მეტი ესპანელი სამართალდამცველი და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის თანამშრომლები მონაწილეობდნენ.