შობა ევროპაში ზოგადად ძველის დასასრულს და ახლის და პოზიტიურის დასაწყისის მცებას უკავშირდება. განწყობაც ასეთია ყველა ბედნიერია და რეალურად არც თუ ისე განათებულ ქუჩებში ბუნებრივი სიხარული იგრძნობა, თითქოს განათებაც უფრო თბილია და რეალური სიცივის მიუხედავად, პოზიტიური ენერგია გათბობს, ენერგია რაც შობის დღეებში ამ ქუჩებში ტრიალებს. შეგიძლიათ პირდაპირ ადევნოთ თვალი, თუ როგორ ამზადებენ სხვადასხვა ნივთს ადგილობრივი ოსტატები და თბილი გლიტვეინით ხელში გაუყვეთ საშობაოდ მორთულ, სასიამოვნო, სანელებლებით გაჯერებულ ქუჩებს. საშობაოდ მორთული ხიდები და მდინარეში მათი ანარეკლი, ტერასული კაფეები და საგანგებოდ შობისთის მოწყობილი საციგურაო მოედნები... ეს ყველაფერი შობის დღესასწაულზე ევროპული ქალაქებისთვის განუყოფელია. თან შეგიძლიათ გლიტვეინი მიირთვათ და მხიარული განწყობით იხეტიალოთ ქუჩებში. ყველაზე მეტად მაცდურად მაინც მაღაზიის ვიტრინები გამოიყურება. საშობაო ტკბილეულით თუ უკიდურესი წარმოსახვის უნარით დაჯილდოებული დიზაინერების მიერ დამზადებული სასაჩუქრე ნივთებით დაწყებული, ჩვეულებრივი ტანსაცმლის მაღაზიებით დამთავრებული.