მადლიერების დღეს უმეტესად ამერიკის შეერთებულ შტატებში აღნიშნავენ. ტრადიციულად,მადლიერების დღე საერო დღესასწაულად ითვლება. მას ზეიმობდნენ მოსავლის აღების შემდეგ ღვთისადმი მადლიერების ნიშნად.დღესასწაული შტატებში აბრაამ ლინკოლნის გადაწყვეტილებით, 1863 წლიდან აღინიშნება და ის უქმედაა გამოცხადებული.ამ დღეს ოჯახები და მეგობრები იკრიბებიან , ტრადიციულ კერძებს მიირთმევენ და გაჭირვებულ ადამიანებსაც ეხმარებიან. დღესასწაული სათავეს ჯერ კიდევ XVII საუკუნიდან იღებს, როცა ინგლისიდან მოსულმა პილიგრიმებმა, რომელთა უმეტესობაც პურიტანი იყო, ძველი ტრადიცია ამერიკის შეერთებულ შტატებშიც გაავცრელეს. პირველად მადლიერების დღე 1621 წელს პლიმუთში აღნიშნეს, სადაც ახალჩასულმა მიგრანტებმა მადლიერება სწორედ ამგავრად გამოხატეს ინდიელების მიმართ, რომლებმაც ისინი შიმშილით სიკვდილისგან იხსნეს. რაც შეეხება ინდაურს, ის წმინდა ამერიკული ფრინველია და მის მიმართ პატივისცემის გამოსახატად, აშშ-ის პრეზიდენტ ყოველწლიურად ორ ინდაურს იწყალებს, ეს ტრადიცია სათავეს 1947 წლიდან იღებს, როცა პრეზიდენტ ტრუმენს ინდაურის ეროვნულმა ფედერაციამ ორი ცოცხალი და ორი კერძის სახით მომზადებული ინდაური აჩუქა. ტრუმენმა ინდაურები შეიწყალა და მას შემდეგ ეს ტრადიცია თეთრ სახლში დღემდე აქტუალურია.