საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი, ფრანსუა პეშო აცხადებს, რომ ფილტრიან და უფილტრო სიგარეტზე გადასახადის განაკვეთის გათანაბრება მისასალმებელი ნაბიჯია. მისივე განმარტებით აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყნის საბიუჯეტო შემოსავალს გაზრდის და ჯანდაცვის ხარჯებს შეამცირებს.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტში ინიცირებისთვის უკვე მზად არის კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც , უფილტრო სიგარეტის აქციზი ფილტრიან სიგარეტზე აქციზს გაუტოლდება.
ამჟამად უფილტრო სიგარეტზე გადასახადის ნაკლები ტვირთი მოდის, ვიდრე ფილტრიანზე. შედეგად, ხალხი მეტ უფილტრო სიგარეტს ეწევა. ამას კი მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა აქვს ხალხის ჯანმრთელობაზე და ზრდის ჯანდაცვის ხარჯს. ფაქტობრივად ჯანდაცვაზე იხარჯება თამბაქოს აქციზიდან შემოსული თანხის დიდი ნაწილი. გადასახადის განაკვეთის გათანაბრება ფილტრიან და უფილტრო სიგარეტზე დადებით შედეგს მოუტანს მოსახლეობის ჯანმრთელობას და დროთა განმავლობაში შეამცირებს ხარჯს ჯანდაცვაზე. მეტიც, აქციზის ზრდა უფილტრო სიგარეტზე მოიტანს დამატებით საბიუჯეტო შემოსავალს