თბილისში ე.წ.ხრუშოვკების ჩანაცვლების პროექტი იწყება. მერიამ ვარკეთილის მესამე მასივში მდებარე 30 205 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი კომპლექსის განვითარების მიზნით, ინტერესთა გამოხატვა გამოაცხადა. კახა კალაძის განცხადებით, პირველ ეტაპზე საუბარია 170 ოჯახზე, რომელთა ბინებით დაკმაყოფილებიც აღნიშნული პროექტის ფარგლებში მოხდება. თბილისში 512 ხრუშჩოვკის ტიპის საცხოვრებელი სახლია. ეს შენობები ფრაგმენტულად განთავსებულია ვაჟა ფშაველას კვარტლებში, მესამე მასივსა და დიღომში. ხრუშოვკები 4 - 5 სართულიანი დაბალჭერიანი შენობებია, რომლებიც თბილისში 60-იან წლებში აშენდა.