საფინანსო სექტორის ზედამხედველობის ფუნქცია ისევ ეროვნულ ბანკს უბრუნდება. კანონპროექტის ინიციატორი ფინანსთა სამინისტროა. გადაწყვეტილებას ეკონომიკის მინისტრი გამოეხმაურა. მისი შეფასებით, აღნიშნული ფუნქციის ეროვნული ბანკისთვის დაბრუნება, სწორი ნაბიჯია და ქვეყანაში, კიდევ ერთი, დამატებითი რეგულატორის არსებობა გაუმართლებელი იქნებოდა. როგორც ეკონომიკის ექსპერტი დემურ გიორხელიძე აცხადებს, საფინანსო ზედამხედველობის სამსახური შეიძლება წარმატებით ფუნქციონირებდეს როგორც ეროვნული ბანკის სისტემაში, ასევე მის გარეთ.
ეროვნულ ბანკს საფინანსო ზედამხედველობის სამსახური წინა მოწვევის პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის შედეგად გამოეყო. გადაწყვეტილება მომავალში საკონსტუტიციო სასამართლოში გასაჩივრდა. საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ახალი ნორმის მოქმედება შეაჩერა, რის გამოც ეროვნულ ბანკს გამოყოფილმა ფინანსური ზედამხედველობის სააგენტომ ფუნქციონირება ვერ დაიწყო.