საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ახალმა მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის სფეროში განხორციელებული რეფორმები დადებითად შეაფასა და დასძინა, რომ ჯანდაცვის სისტემის რეფორმის პირველი ფაზის წარმატებით განხორციელება ყოფილი მინისტრის დავით სერგეენკოს და მისი გუნდის დამსახურება იყო. ახალი მინისტრის თმით, ჯანდაცვის სისტემის რეფორმის მეორე ეტაპი კი მომავალში უფრო მეტურად ეფეტურად განხორციელდება.
ექსპერთა ნაწილი ახალი მინისტრის განცახდებას კრიტიკულად აფასებს. სერგო ჩიხლაძის თმით, ჯანდაცვის რიგი სახელმწიფო პროგრამები, როგორიცაა, მაგალითად, "C ჰეპატიტის მართვის" პროგრამა, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა და საყოველთაო დაზღვევის პროგრამა, მათი ეფეტურად განხორციელება დავით სერგეენკომ ვერ შეძლო, რაზეც ბიუჯეტიდან აუთვისებელი თანხები და პაციენტების ჯიბიდან გაზრდილი ხარჯები ცხადყოფს.