ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ვარაუდით, საქართველოში კორონავირუსის მესამე ტალღა, სავარაუდოდ, თებერვლის მეორე ნახევრიდან დაიწყება. ამის შესახებ ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მანვე აღნიშნა, რომ კორონავირუსის მესამე ტალღას ქვეყანა ინფექციის შეკავების ეპიზოდში, უფრო მეტად ეფექტურად უნდა შეხვდეს.