ბევრ ოჯახში ნაძვის ხეს ახალი წლის დადგომის მეორე დღესვე იღებენ და გულმოდგინედ ინახავენ, თუმცა ოჯახების უმეტესობას ნაძვის ხესთან განშორება ძველით ახალი წლის შემდეგ ურჩევნიათ. მაინც, როდის უნდა ავიღოთ ნაძვის ხე - ნათლისღებამდე, ანუ 19 იანვრამდე, თუ მის შემდეგ? ამ კითხვაზე ცალსახა პასუხი არ არსებობს. უბრალოდ, არსებობს ტრადიცია, რომ ნათლისღებას სახლი საშობაო და საახალწლო სიმბოლოებისგან განთავისუფლებული, დასუფთავებული და მოწესრიგებული უნდა იყოს.