თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ 24 მარტის სხდომის დღის წერიგის შესახებ ისაუბრა. გიორგი ალიბეგაშვილის განცხადებით, დღეს საკრებულოში რიგგარეშე სხდომა გაიმართება, რომელზეც დეპუტატები რამდენიმე საკითხს, მათ შორის, მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის თბილისის მერიის დაქვემდებარებაში გადასვლასთან დაკავშირებით იმსჯელებენ. მისივე თქმით, განიხილება საკითხი, რომელიც საბაგირო გზით მგზავრთა გადაყვანისას არსებული ტარიფის გაზრდას ითვალისწინებს. დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარემ ასევე საკრებულოში თბილისის მერის მისვლის თარიღი დაასახელა. ალიბეგაშვილის განცხადებით, დავით ნარმანია საკრებულოს დეპუტატების წინაშე ანგარიშით 11 აპრილს წარდგება და საზოგადოებისთვის საინტერესო ყველა შეკითხვას გასცემს პასუხს.