როდის შემოიტანენ სწრაფ ტესტებს საქართველოში - Palitra News

როდის შემოიტანენ სწრაფ ტესტებს საქართველოში

2020-03-23 13:12:11+04:00

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით სწრაფი ტესტების შემოტანა საქართველოში 4 ეტაპად მოხდება და სრულიად საკმარისი იქნება რათა მოხდეს საკმაოდ დიდი ჯგუფების გატესტვა. მისი ინფორმაციით, ორ დღეში საქართველოში მოსახლეობისთვის მიზნობრივი ტესტირების ჩატარების შესაძლებლობა იქნება. მინისტრის თქმითვე, ქვეყანაში მედიკამენტებზე დეფიციტი არ შეიქმნება, ვინაიდან საქართველოს მთავრობამ უკვე აკრძალა მედიკამენტების ექსპორტზე გატანა და ხოლო მარაგები მუდმივად ივსება.