განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის განცხადებით ყველაფერი კეთდება იმისთვის რომ მეშვიდე და მე12 კლასების ჩათვლით მოსწავლეები სკოლებში დაბრუნდენ და საკლასო ოთახებში განაგრძონ საგანმანათლებლო პროცესი. მისი თქმით, დაბრუნების პროცესი მთლიანად ეპიდვითარებაზეა დამოკიდებული.
როგორც მინისტრი განმატავს სამინისტროს მიზანია მაღალი კლასის მოსწავლეების საკლასო ოთახებში დაბუნება მიმდინარე სემესტრში მოხდეს და იქვე აღნიშნავს, რომ საკლასო ოთახებში სწავლების დაწყების კონკრეტულ თარიღთან დაკავშირებით საზოგადოებას წინასწარ ეცნობება.