ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, 55 წელს გადაცილებული პირები ვაქცინაციისთვის რეგისტრაციას დღეს, 18:00 საათიდან შეძლებენ, ხოლო რაც შეეხება ვაქცინაციას მათ აცრა 5 აპრილიდან შეეძლებათ.
თამარ გაბუნიას ინფორმაციით ხვალიდან საქართველოში ჩინური ვაქცინა „სინოფარმი“ შემოვა, თუმცა, ვაქცინაციის პროცესი მას შემდეგ დაიწყება, რაც „სინოფარმი“ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას მიიღებს.
როგორც გაბუნიამ ბრიფინგზე განმარტა „სინოფარმის“ ვაქცინის არჩევნის საშუალება, ამ ეტაპზე, 55 წელს ზემოთ მოქალაქეებს და სამედიცინო პერსონალს შეეძლებათ.